მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაიდო

21:22 09-18-2017
120

ლვოვის მოსტისკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის განხილვა 22 სექტემბრამდე გადადო. ამის შესახებ გამოცემა „112 უკრაინა“ იუწყება.

18 სექტემბერს სასამართლომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის საქმის განხილვა დაიწყო. დაცვის მხრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემული ოქმი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ არასწორად იყო შედგენილი.
 

ავტორი: ლილუ მიროტაძე