კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი ქორწინდებიან

12:14 09-19-2017
894

პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რინალდუს და მოდელის ჯორჯინა როდრიგესის ცხოვრებაში, ახალი ეტაპი იწყება. ისინი უკვე დანიშნულები არიან და ქორწილის ცერემონიალისთვის ემზადებიან.

ჟუნალ "elle" -ს წყაროს ცნობით, რამდენიმე დღის წინ, ლისაბონში, ფეხბურთოს მატჩის შემდეგ, რომელიც რონალდუს და როდრიგესს მიუძღვნეს, ჟურნალისტებმა, როდრიგესის ხელზე ბრილიანტის ბეჭედი დააფიქსირეს, რომელიც, სავარაუდოდ ნიშნობის ბეჭედს ჰგავდა.

ამ ინფორმაციას, წყვილი, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. შეგახსენებთ, რომ როდრიგესი, პორტუგალიელი ფეხბურთელისგან, რონალდუსაგან.  შვილს ელოდება. კრიშტიანუ და ჯორჯინა, მალე ქალიშვილის მშობლები გახდებიან. 

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელისთვის, ის მეოთხე შვილი იქნება - მას ჰყავს 7 წლის ვაჟი, კრიშტიანუ-უმცროსი და 3 თვის ტყუპები - ევა და მატეო.

შვილები ფეხბურთელს, ყველა, სუროგატი დედებისგან ჰყავს. ის სამოქალაქო ქორწინებაში არ ყოფილა.

ცნობილია, რომ რონალდუ, დიდი ხნის განმავლობაში, მოდელს, ირინა შეიკს ხვდებოდა.