საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ არემჯი გოლდმა ააოხრა საყდრისის ტერიტორია, სამომავლოდ გეგმავს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში ბნელი ხევის საბადოს ღია კარიერული წესით ოქროს ამოღებას.
ამის შესახებ ბურჭულაძემ არემჯი გოლდთან აქციის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
ბნელი ხევი ტყეების მასივია და 70%-ის გაჩეხვა იგეგმება, ის ესაზღვრება ალგეთის ნაკრძალსაც. თუ გდავხედავთ, როგორ მოქმედებს კომპანია და იცავს გარემოს დაბინძურებისაგან, ნათელი უნდა იყოს ყველასთვის, რა ემუქრება ბნელ ხევს, როდესაც კომპანია იქ დაიწყებს მუშაობას. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სანამ კომპანია არ დადებს ადეკვატურ, რეალურ გეგმა-გრაფიკს, როგორ აპირებს ეკოლოგიური პრობლემების გამოსწორებას, ხელს შევუშლით კომპანიის მიერ ბნელ ხევში სამუშოების დაწყებას, - განაცხადა საყდრისის კომიტეტის წევრმა.