ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიუღებლად მიაჩნია, როდესაც ჩვენ მის უკრაინულ გუნდს, ”ქართველი რეფორმატორების გუნდს” უწოდებენ. ამის შესახებ სააკაშვილმა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
”ჩემთვის ანტისემიტიზმზე ნებისმიერი მინიშნებაც კი მიუღებელია, ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი შეუწყნარებლობის ნებისმიერ გამოვლინებასთან ბრძოლა ჩემი ცხოვრების მთელი არსია. დაშა ჩიჟი მე გუშინ სწორედ მისი განცხადების გამო დავითხოვე. ჩვენ ვერ დავემსგავსებით იმ ადამიანებს, ვინც ამ თემებზე მინიშნებებსაც კი აკეთებს, ვინაიდან ასეთ ადამიანებს მე პირად მტრებად მივიჩნევ.
იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად შევებრძოლებით ასეთ გამოვლინებებს და, ამიტომ მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც ჩვენ 100%-ით უკრაინულ გუნდს, აზრითაც და მოქალაქეობითაც, ”ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ. მე ვამაყობ ჩვენი ქართული რეფორმებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინულ კონტექსტში ”ქართველობაზე” აქცენტი სულ სხვა მიზნით კეთდება”, - წერს სააკაშვილი