რობი უილიამსმა, დეპრესიის გამო, რუსეთში დაგეგმილი ყველა ტური ჩაშალა - შემოსულმა თანხამ, რეკორდულ მაჩვენებელს გადაჭარბა (ვიდეო)

14:58 09-19-2017
196

ინგლისელი მომღერალი და მსახიობი, 43 წლის რობი უილიამსი, სექტემბრის თვეში, რუსეთში 3 ტურის  ჩატარებას გეგმავდა.

კონცერტები, მისი ახალი ალბომის,  სახელწოდებით "The Heavy Entertainment Show"-ს   რეპერტუარით იყი დაკომპლექტებული. ტურები, უნდა ჩატარებულიყო, ა.წ. 7 სექტემბერს, პეტერბურგში, 10 სექტემბერს  მოსკოვში და 14 სექტემვერს, სოჭის დახურულ ფესტივალზე, "ახალი ტალღა".  

ტურამდე, რამდენიმე ხნით ადრე, მომღერალმა, ყველა გეგმა ჩაშალა.. ამის შესახებ ინფორმაცია, ტურის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ედუარდ რატნიკოვმა, სოციალური ქსელით გაავრცელა: 

"ავადმყოფობის გამო, რობიმ, რუსეთში დაგეგმილი, ყველა კონცერტი ჩაშალა. უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ, კონცერტის ბილეთების თანხის, უკან დაბრუნების განრიგს" - წერს ფეიბუქის გვედზე ედუარდ რატნიკოვი.

მომღერალს, იფიციალური განცხადება, არ გაუკეთებია."people"-ს ინფორმაციით, რობის, დეპრესია აქვს. 

ტურის ჩაშლამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია რადიო «Коммерсант»-თან ინტერვიუში, ედუარდ რატნიკოვმა, იმ კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებით ისაუბრა, რაც რობის კონცერტისთვის, უკვე ჩარიცხულია. მან აღნიშნა: 

"როგორც კი დამთავრდება დოკუმენტების გაფორმების პროცესი, მაშინე დავიწყებთ თანხის უკან დაბრუნებას,

დანამდვილებით მინდა გითხრათ, რომ კონცერტისთვის შემოსულმა თანხამ, რეკორდულ მაჩვენებელს გადაჭარბა".- ამბიბს ედუარდ რატნიკოვი.