ვარსკვლავურ წყვილს, ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინს, 4 წლის წინ, ქალ-ვაჟი შეეძინათ. მათ შვილებს, ჰარი და ლიზა დაარქვეს.
"დაბადების დღეს გილოცავთ ბავშვებო, დღეს, ჩემი ბედნიერების 4 წლის იუბილეა"- წერს ალა პუგაჩოვა სოციალურ ქსელში. დაბადების დღეზე, ჰარიმ და ლიზამ, უამრავი საჩუქარი მიიღეს. ჰარი, დესანტის ფორმაში გამოეწყო, ლიზა კი, სასრიალო რგოლებით იყო აღფრთოვანებული.
ბავშვებს, დაბადების დღე, ვარსკვლავური ოჯახის, თითქმის ყველა წევრმა მიულოცა. მათ შორის არიან: ფილიპ კირკოროვის ნათესავები, იგორ ნიკოლაევის და იულია პსეკურიაკოვის ოჯახი,
"თქვენ ჭკვიანი, კეთილი და საოცარი ბავშვები ხართ, ამისათვის დიდი მადლობა თქვენს მშობლებს, ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინს. ჯანმრთელობას, დიდი სიყვარულს, სიხარულს და სიკეთეს გისურვებთ პატარებო!"- წერს იულია პრასკურიაკოვა სოციალურ ქსელში.
4 წლის მანძილზე, ალას და მაქსიმის შვილები, ნამდვილი ვარსკვლავები გახდნენ, ვიდეორგოლებს, მათი მონაწილეობით, ასი ათასობით მოწონება აქვს.
შეგახსენებთ, რომ, მას შემდეგ, რაც პატარებს 2 წელი შეუსრულდათ, პრიმადონა მათ, ჟურნალისტებთან აღარ მალავდა.
"ორივეს მუსიკის ნიჭი აქვთ, ლიზა, კარგად ცეკვავს, მათ საკუთარი პატარა როიალი აქვთ, რაზეც ხშირად უკრავენ. როცა ალა, მონაწილეობას იღებდა "ახალი ტალღა"-ს ფესტივალზე, ჩვენ ერთად ვუყურეთ მის გამოსვლას" - ამბობს მაქსიმი.
ჰარიმ და ლიზამ, მამის შოუშიც კი, "მაქსიმმაქსიმი"(МаксимМаксим), მიიღეს მონაწილეობა, სადაც ლიზას, როგორც მომღერლის, დებიუტი შედგა.