,,მე რომ გოგლიმოგლზე გაზრდილი ბიჭი ვიყო, შეიძლება ჩემი არავინ დაიჯეროს, მე გივი სიხარულიძე ვარ, რომელიც ქუჩაში გავიზარდე", - ასე დაიწყო მსახიობმა გივი სიხარულიძემ საუბარი ნარკოპოლიტიკაზე.
გივი სიხარულიძის განცხადებით, ის ბევრნაირ წრეში ტრიალებდა და მისი ახალგაზრდა მეგობრების 80% ნარკოტიკით არის მკვდარი, ამიტომ მსახიობი მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ეწინააღმდეგება.
,, ამ ადამიანებმა თავიდან პლანით დაიწყეთ. ერთი წელი რომ გავიდა კაიფი პლანის მოწევით ვერ დაიჭირეს და დაიწყეს მორფის კეთება. მორფის კეთება რომ დაიწყეს, ჩამოდნენ, გაუბედურნენ და თვითმკვლელობით დაამთავრეს. ვეღარ შვებოდნენ კაიფს, რა უნდა ექნათ? ადგნენ და თავი მოიკლეს. ეს გამოიწვია პლანის მოწევამ. ამან დაღუპა ვაჟკაცი ბიჭების 90%", - განაცხადა გივი სიხარულიძემ.