მეხიკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ მექსიკაში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ სახვაძე აცხადებს.
საქართველოს დიპლომატიური უწყების ცნობით, საკონსულო დეპარტამენტი აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს უკვე დაუკავშირდა და მათ რაიმე სახის დახმარება არ ესაჭიროებათ.
საქართველოს საკონსულოში სტიქიური უბედურების შემდეგ ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელზე დარეკვაც, საჭიროების შემთხვევაში მექსიკაში მყოფ ქართველებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.
„კომუნიკაცია ყველასთან შედგა, რამდენიმე გადაურჩა ბეწვზე ტრაგედიას. დაზარალებულები და დაშავებულები არ გვყავს,“-ნიკოლოზ სახვაძემ.
გუშინ მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.