ფიზიკური დაპირისპირება ზოოპარკთან - რატომ არ შეუშვეს ტრანსგენდერი ქალები ტერიტორიაზე

13:59 09-20-2017
1792

რამდენიმე წუთის წინ ზოოპარკის თანამშრომლებსა და ორ ტრანსგენდერ ქალს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი ზოოპარკის ტერიტორიაზე შესვლის საკითხი გახდა.

ტრანსგენდერ ქალს გაბრიელა როსკიპოვა-რომანოვას განცხადებით, ის და მისი მეგობარი მაკუნა ზოოპარკის ტერიტორიაზე გენდერული ნიშნით არ შეუშვეს.

"მოვედით ზოოპარკის ტერიტორიაზე, გვინდოდა შიგნით შესვლა, მაგრამ არ შეგვიშვეს. ჩვენს მეგობარს დაუწყეს მუშტების რტყმა, ეუბნებოდნენ, რომ გასულიყო ტერიტორიიდან, გამოიძახეს პოლიცია და დაიჭირეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ტრანსგენდერები ვიყავით", - განაცხადა გაბრიელა როსკიპოვა-რომანოვამ.

განსხვავებულ ვერსიას გვაწვდიან ზოოპარკის თანამშრომლები. დაცვის წევრისა და მოლარის თქმით, ტრანსგენდერი ქალები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, არ ჰქონდათ ფული და მოითხოვდნენ, რომ ბილეთის გარეშე შეეშვათ. შემდეგ კი მოლარესა და დაცვის გაუსწორდნენ.

"მოვიდა ორი ადამიანი, იყვნენ ნასვამები, თუმცა მე ეს არ შემიმჩნევია. არ ჰქონდათ ფული და მეუბენბოდნენ, რომ ბიელთი მაინც მიმეცა. ჯერ სალაროს ფანჯრიდან შემომასხეს გაზი და შემდეგ ტერიტორიაზე შემოვარდნენ კარიდან. ბილეთის გარეშე უფასოდ ვერ შევუშვებდით. ისინი იმის გამო არ დაგვიბლოკავს, რომ ტრანსგენდერები იყვნენ. ბევრი ტრანსგენდერი მოდის ჩვენთან, ყიდულობენ და ვუშვებთ', - აცხადებს მოლარე მანანა თედელაშვილი.

ადგილზე ამ დროისთვის იმყოფება საპატრულო პოლიცია და სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება. 

სალომე ჩადუნელი