ვარსკვლავური წყვილის, ჯენიფერ ლოპესის და ალექს როდრიგესის რომანი, წელიწადზე მეტია რაც გრძელდება. ფაქტია, რომ წყვილი, ერთმანეთის მიმართ, დიდ სიყვარულს გამოხატავენ, როდრიგესი ჯეის, მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალს უწოდებს. ჯეი კი, აღიარებს, რომ ამ რომანმა, უკეთესი კუთხით შეცვალა:
"ვგრძნობ, რომ ისეთი ბედნიერი და გაბრწყინებული ვარ, როგორც არასდროს. უკეთესობისკენ შევიცვალე, როგორც პიროვნება, როგორც შვილი, როგორც მეგობარი, როგორც მეწყვილე" - ამბობს მომღერალი და ამავე დროს, აღნიშნავს, რომ ალქსთან მისი ურთიერთობა "იდეალურია". წყვილმა, ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება მიიღეს და ნიუ-იორკში, საცხოვრებელ აპარტამენტს არჩევენ.
"New York Post"-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერს, 2014 წელს, 22 მილიონ დოლარად შეძენილი პენტჰაუსი, ხედით "მედისონ-სკვერ გარდენზე" აქვს, ცნობილი წყვილი, მაჰეტენზე ეძებს საცხოვრებელი ფართს.
საინფორმაციო წყაროს ცნობით, მათ დიდი ბინა სჭირდებათ, რადგან მათთან ერთად შვილებიც იცხოვრებენ, ალექსი მაიამში ცხოვრობს და ნიუ-იორკში საცხოვრებელი ბინა არ აქვს, ჯენიფერს კი გადაღებების გამო, ნიუ-იორკში ცხოვრება უწევს და ალექსს კი მასთან ყოფნა სურს.
ცბობილია, ის ფაქტიც, რომ მომღერლის დედას, გვადალუპე ლოპესს, რომელიც ასევე ნიუ-იორკში ცხოვრობს. ჯეის ბოიფრენდი, არ მოსწონს. მას, ყოველთვის, ჯეის ყოფილი ქმარი, მარკ ენტონი უყარდა და დღემდე ფიქრობს, რომ ჯეი და მარკი, მალე ისევ ერთად იქნებიან.
შეგახსებენთ, რომ როდრიგესმა და გვადალუპემ, ჯეის დედამ, ერთმანეთი გაზაფხულზე გაიცნეს, მაგრამ დაძაბული ურთიერთობის გამო, მათი კონტაქტი ვერ შედგა.