ეკა გიგაური: თუ ამ ღონისძიების მოწყობის ხარჯები არ იქნება ასახული პარტიის ხარჯებში ეს იქნება დარღვევა

16:36 09-20-2017
123

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით,   ატში რომელიც ბორჯომის ტყის გადასარჩენად ტარდება და რომელშიც, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად კახი კალაძეც ითამაშენს, არ უნდა იყოს გამოყენებული საარჩევნო აგიტაციისთვის.

ეკა გიგაურის თქმით, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" შეისწავლის ამ ღონისძიებას და საკუთარ მოსაზრებას მედიას გააცნობს.

,, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება არ იქნას გამოყენებული აგიტაციისთვის, რადგან ამ შემთხვევაში თუ ამ ღონისძიების მოწყობის ხარჯები არ იქნება ასახული პარტიის ხარჯებში ეს იქნება დარღვევა. ჩვენ უმრავლესობიდან მოვისმინეთ არგუმენტები, რომ ეს მატჩი და ეს ღონისძიება  სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ არ იქნება დაფინანსებული. ამას არ აქვს მნიშვნელობა. თუკი ამ ღონისძიების მიზანი აგიტაციაა, ამ შემთხვევაში ის,  რაც დაიხარჯება უნდა იყოს ასახული პარტიის ანგარიშებში. ჩვენ შევისწავლით კონკრეტულ ინფრომაციას ამასთან დაკავშირებით და ღონისძიების დარსულების შემდეგ ჩვენს მოსაზრებასაც წარმოგიდგენთ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში 29 სექტემბერს გაიმართება.

მოსალოდნელია, რომ საქველმოქმედო მატჩზე, რომელიც 29 სექტემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება, საქართველოს მსოფლიო ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავები — ფრანჩესკო ტოტი, პაოლო მალდინი, რივალდო, ხავიერ ძანეტი, კარლეს პუიოლი, ანდრეი შევჩენკო და სხვა მრავალი ვარსკვლავი ესტუმრება.  ისინი მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში შედიან, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ნაკრებთან გამართავს მატჩს.

მატჩის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება, რომელიც ამ ზაფხულს ძლიერი ხანძრების შედეგად განადგურდა.

„ამ მატჩის გამართვას მივესალმები. იურიდიულად იდგა საკითხი, შეიძლებოდა თუ არა ამ მატჩში ჩემი მონაწილეობა, რადგან საარჩევნო კამპანიაში ვარ ჩართული. ახლა უკვე დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ვითამაშებ და ეს ძალიან მსიამოვნებს, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. თუ რაიმე წარმატება მაქვს, სწორედ ფეხბურთისა და სპორტის დამსახურებაა", — განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.


 

ავტორი: სალომე ჩადუნელი