ე.წ. ციანიდი საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის დასკვნითი სიტყვის კიდევ ერთი ნაწილი ხდება საჯარო.
დასკვნით სიტყვაში, რომელიც ტელეკომპანია "პირველმა" ექსკლუზიურად მოიპოვა, დეკანოზი მამალაძე განმარტებას აკეთებს იმ ფოტოებთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში დევს და სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს შეიცავს.
"მე სპეციალურად არ ჩავუღრმავდები იმ უსირცხვილო, უმსგავსო და კანონის უზენაესობის დარღვევის განხილვას, რომელიც დღიდან ჩემი დაკავებისა და განსაკუთრებით ზოგიერთი მოწმის დაკითხვის წინ კადრულობდნენ პროკურატურის მესვეურები.
მე ვგულისხმობ ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას მიტროპოლიტ დიმიტრიზე და სხვა იერარქიებზე, რომლის მთავარი მიზანი მათი ჩემდამი დამოკიდებულების შეცვლა და პროკურატურის კითხვებზე სასურველი პასუხების მიღება იყო, რაც არ გამოუვიდათ.
რაც შეეხება ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტო ფოტოებს, რომლებზეც განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას ცდილობს ბრალდება. მათ შესახებ გავაკეთე განმარტება და გავიმეორებ: ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ გადავხედე ფოტოებს.
ფოტოებში ნამდვილად არის ფოტოები რომლებსაც შესაძლოა ყურადღება მიაქციო, მაგრამ ყურადღების მიქცევა არ ნიშნავს არ გაარკვიო და არასწორი ინტერპრეტაციით წარმოაჩინო.
ამ ფოტოებშია გოგონა ე.წ. პენუარით, სათამაშოებთან ერთად. ეს ფოტოები ამ გოგონას გამოქვეყნებული აქვს სოციალურ ქსელში.მე კი როგორც მისმა მეგობარმა გავაფრთხილე და გადავუგზავნე იმ მოტივით, რომ როგორც მღვდელმა არ იყო სასურველი მსგავს ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსება.
მეორე ფოტოზე გამოსახულია სტიქაროსანი, რომელიც მოდელის საქმიანობით არის დაკავებული და რომელსაც თავისივე სოციალურ ქსელში აქვ ფოტოები გამოქვეყნებული.
ხოლო ერთ-ერთმა მოძღვარმა მამა ანდრია თურმანიძემ გადმომიგზავნა ისინი ინფორმაციისთვის -შენი ტაძრის სტიქაროსანს მსგავსი ფოტოები აქვს გამოქვეყნებული და იქნებ გაესაუბროო.
მესამე ფოტო არის პირადად ჩემი. რაღაც აღშფოთება გამოიწვია ამან თითქოს არავის არ ჰქონდა გოგოსთვის ნაკოცნი, რომელიც 2006 წლის ზაფხულში ჩემ სასულიერო პირობამდეა გადაღებული.
მეოთხე ფოტო კოლაჟი გახლავთ ქერათმიან სექსუალური გარეგნობის გოგონასთან სელფები და მისი ცალკეული ფოტოები.
ეს გოგონა გახლავთ ჩემი დის შვილი მამის პირველი ქორწინებიდან.
სასამართლოს ვთხოვ უზრუნველყონ მომავალში მაინც პროკურორის ამაზრზენი ქმედებების აღმოფხვრა",- აცხადებს მამალაძე დასკვნით სიტყვაში.