ე.წ ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოს და პატრიარქის მოღალატეა.
ამის შესახებ მამალაძემ "იბერიას" გადაცემაში "ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად" განაცხადა.
"თუ მღვდელმთავრები არ დაიცავენ თავს თავდასხმებისგან, იგივე სოსო ოხანაშვილისგან, რომელსაც მე მოღალატე ვუწოდე, და არ დაიწყებენ საპასუხო განცხადებების გავრცელებას, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სოსო ოხანაშვილი, როგორც ჩანს, აშანტაჟებს ძალიან ბევრ ეპისკოპოსს, ადამიანს და სწორედ ამიტომ სდუმს დღეს საპატრიარქო. მაგრამ მე არ მეშინია მაგალითად და პირდაპირ ვამბობ, რომ სოსო ოხანაშვილი, ბატონი ბუჩუკური და ის ადამიანები, ვინც გამოყარეს კინწისკვრით საპატრიარქოდან, არიან საპატრიარქოს და პატრიარქის მოღალატეები. სოსო ოხანაშვილს ბოლო სინოდის სხდომის შემდეგ აქვს ნათქვამი, მან არ იცის მე როგორი საშიში გავხდი და არ იცის, რაზე ვარ წამსვლელიო. მას სძულდა უკვე პატრიარქი", - განაცხადა მამალაძემ.