მიუხედავად წაყენებული ბრალისა, პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებასაც მთხოვდნენ - დეკანოზი მამალაძე

15:00 09-21-2017
251

ე.წ. ციანიდი საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძე თავის დასკვნით სიტყვაში ამბობენ, რომ მიუხედავად წაყენებული ბრალის, მას პროკურატურა პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებასაც სთხოვდა.

ტელეკომპანია "პირველის" მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ მასალაში, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლოზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, ის პროკურატურის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს.

"აეროპორტიდან ჩემი გატაცებისთანავე დაიწყო ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მთხოვდნენ კათოლიკოს-პატრიარქის მკვლელობის გეგმას. 

პროკურატურაში მომთხოვეს გეგმის განხორციელებაში მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის თანამონაწილეობის აღიარებას ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ. 

შოკისმომგვრელი  გამომძიებელ ბაინდურაშვილის მხრიდან იმის მტკიცება იყო, რომ პატრიარქს ვკლავდი იმიტომ, რომ მე უნდა გავმხდარიყავი პატრიარქი. 

ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა პენიტენციალურ დაწესებულებაში საგამოძიებო მოქმედებებისას. მიუხედავად ბრალისა, რომელიც შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას გულისხმობდა, პროკურორი ჯარჯი წიკლაური ჩემი ადვოკატების თანდასწრებით პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას ითხოვდა.

ასევე, ითხოვდა პროკურატურისთვის მიმეწოდებინა ის მთავარი საიდუმლოება საპატრიარქოსი, რითაც ზოგიერთი ადამიანის მიერ  მოხდებოდა პატრიარქის და ზოგიერთი იერარქის შანტაჟი", - აცხადებს დეკანოზი გიორგი მამალაძე.