კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეთრინი, "ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან" დაკავშირებით, საზოგადოებას განცხადებით მიმართავს (ვიდეო)

16:16 09-21-2017
188

ბუკინჰემის სასახლის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია,  ქეით მიდლტონი, ფეხმძიმედაა და მესამე შვილს ელოდება.მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, პრინცესა ქეითი, საზოგადოებასთან ურთიერთობას, ტოქსიკური ფეხმძიმობის გამო, თავს არიდებდა. 

ცნობილი გახდა, რომ ქეტრინი, 10 ოქტომბერს, პირველად, ფეხმძიმობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მონაწილეობას მიიღებს, "ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან" დაკავშირებულ, ოფიციალურ ღონისძიებაზე.

ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, საკმაოდ მნიშვნელოვანია პრინცესასთვის, რადგან ის, ერთ-ერთი წარმომადგენელია, დიდი ბრიტანეთის იმ მრავალრიცხვოვან ქალთა შორის, რომლებიც ცდილობენ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან, დეპრესიის და სხვა ფსიქიკური აშლილობების პრევენციისათვის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა, ქეით მიდლტონის, ვიდეორგოლი, სადაც, ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ დაეხმარონ და ყურადღება მიაქციონ, ფსიქიკურად დაავადებულ ბავშვებს. 

იხ. ვიდეო:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე