ინდონეზიაში ვულკანმა გაიღვიძა

15:36 09-22-2017
172
თეგები: ვულკანი

ინდონეზიაში მოქმედმა ვულკანმა გაიღვიძა. ხუთბალიანი მიწისძვრის შემდეგ, კუნძულ ბალიზე აგუნგის კრატერიდან ვულკანური ფერფლი იფრქვევა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა independent-ი ავრცელებს.

სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ სტიქიური საფრთხის ზონა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 6 ათასმა ადამიანმა დატოვა. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.

ინდონეზიის გეოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ლავის ამოფრქვევის საფრთხე ძალიან მაღალია. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე