წიკვინა ხმა, უხერხულობამდე ღარიბი ლექსიკა, არცთუ სასიამოვნო ვიზუალი და ხელები - ცირეკიძე მაყაშვილზე

16:11 09-22-2017
13389

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი რუსუდან ცირეკიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს :

"აი ახლა კი ოოო. "რუსთავი 2"-ის და ნიკა გვარამიას პატივისცემის გამო არასოდეს დამიწერია იმის შესახებ, თუ როგორ არ მომწონდა ეს ქალბატონი შოუს წამყვანის ამპლუაში. წიკვინა ხმა, უხერხულობამდე ღარიბი ლექსიკა, არცთუ სასიამოვნო ვიზუალი და ხელები- ვაიმეე ამ ხელების უაზრო, გამაღიზიანებელი ქნევის გამო მისი რეპლიკებისას თვალებს ვხუჭავდი ან ეკრანს თვალს ვარიდებდი. არაკეთილსინდისიერი და მატყუარაც ყოფილა ყელაფერთან ერთად ქალბატონი რუსუდანი. რუსთავი 2 – მა შოუები დახურაო -ამის თქმას განსაკუთრებული უტიფრობა სჭირდება. “პოლიტიკაარგაინტერესებს” კი არა, ჩვეულებრივი კონფორმისტი ხარ ქოცური პიროვნული თვისებებით. უტიფრობა და უმდურობა სწორედ ქოცების საფირმო ნიშანია", - წერს ცირეკიძე.