(Exclusive) "მეტი საქმე არ აქვთ ამ საქართველოში?.." - თამარ მაყაშვილი შვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე

17:34 09-22-2017
4936

მსახიობი თამარ მაყაშვილი მისი შვილის, ასევე მსახიობისა და ტელეწამყვანის რუსკა მაყაშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს. როგორც მსახიობმა "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, ზოგადად არ აქცევს საერთოდ იმ ადამიანების განცხადებებს ყურადღებას, ვინც ცდილობს, რომ "ფეისბუქზე" რაღაც ამტკიცოს. 

"არც მინახავს, "ფეისბუქის" მომხმარებელი არც ვარ, მითხრეს. დამირეკეს და წამიკითხეს. არ მაქვს არანაირი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც "ფეისბუქზე" რაღაცას ამტკიცებენ. კომენტარი არ მაქვს საერთოდ. ღმერთმა კარგად ამყოფოს კაცო, კაცია და გუნება. ვიღაცას ვიღაც მოსწონს და ვიღაცას - არა. როგორ შეიძლება ამაზე იდავო. რუსუდან ცირეკიძე რას წერს, მე რას დავეძებ. რუსკა აბსოლუტურად არ არის გაბრაზებული, არც აქცევს ყურადღებას, არ იშლის ნერვებს. როგორ შეიძლება ასეთ რამეზე საერთოდ ნერვები აიშალო. რატომ უნდა წაიკითხო საერთოდ, ან რატო ატეხეს ამბავი, არ ვიცი. მეტი საქმე არ აქვთ ამ საქართველოში? - დაჯდნენ, ბავშვები გაზარდონ, წიგნი წაიკიტხონ კაცო", - განაცხადა მაყაშვილმა. 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა რუსუდან ცირეკიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რუსკა მაყაშვილს ვრცელი სტატუსი მიუძღვნა და მას პოლიტიზირებული უწოდა.  ტელეწამყვანის კრიტიკა მისი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-დან "იმედში" გადასვლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე