კობახიძე: ვენეციის კომისიას არ აქვს არც ერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევის წესი და უფლებამოსილებები

20:55 09-22-2017
75

ვენეციის კომისიას არ აქვს არც ერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები, - ამის შესახებ საქრთველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა ბრიფინგზე განაცხადა. 

"ვენეციის კომისიას არ აქვს არც ერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები, უშიშროების საბჭოს გაუქმება, თავდაცვის საკითხების მოწესრიგება, მთავრობის თავი და ა.შ. ვენეციის კომისიის მხრიდან არც ერთი შენიშვნა არ იქნა გამოთქმული ამ საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.