ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ არ არის მიღწეული ფართო კონსესუსი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ არ არის მიღწეული ფართო კონსესუსი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ შემთხვევაში ხაზგასმულია ორივე მხარის როლი. აქ საუბარია მმართველ პარტიაზე, ასევე უმცირესობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ კონსესუსითვის არაფერი გააკეთა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციამ. ჩვენ ძალიან მარტივი რამე შევთავაზეთ ოპოზიციურ პარტიებს. ჩვენ ვთხოვეთ, ელემენტარულად იმ საკითხების ჩამოწერა, რომელთა ასახვის შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ესეც კი არ გააკეთეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რითაც პრაქტიკულად დაგამწყვეტი დაბრკოლება შეუქმნეს კონსესუსის ჩამოყალიბებაზე. ვენეციის კომისია საუბრობს კონსესუსის მნიშვნელობაზე და ამ სულისკვეთებას ჩვენ ვიზიარებთ" - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ კონსენსუსის მიუღწევლობასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია მხარეების როლზე არ საუბრობს.