პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია ისურვებდა 2020 წელს პროპორციული სისტემის შემოღებას.
„მე პირადად ამ სულისკვეთებას ვიზიარებ. ვიყავი და ვარ პროპორციული საარჩევნო სისტემის აქტიური მხარდამჭერი. თუმცა ეს გახდა შეუძლებელი და ამაშიც ნეგატიური როლი შეასრულა ოპოზიციამ. ვენეციიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის იმ პირობებში, რომ 2020 წლისთვის ამოქმედდებოდა პროპორციული სისტემა. თუმცა მათ ამაზე უარი განაცხადეს და ამან შეუძლებელი გახადა 2020 წლისთვის საპარლამენტო პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.