ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა ქალი გაიტანა. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს მატარებლის მგზავრმა შეატყობინა. შემთხვევა სოფელ სკრასთან მოხდა. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარის გამო მატარებელი გაჩერებულია. ადგილზე სიტუაციის გასარკეკვად პოლიცია იმყოფება. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.