"ევროპული საქართველო": "ქართული ოცნების" კანდიდატი "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარ კანდიდატს თავს დაესხა

13:31 09-23-2017
190

"ევროპული საქართველოს" საზოაგდოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ფიზიკური ზეწოლის მორიგი ფაქტი მოხდა რამდენიმე წუთის წინ მარნეულში.

"ქართული ოცნების" კანდიდატი სოფელ სადახლოში როვშან ისკანდაროვი თანმხლებ პირთან, მარნეულის გამგეობის თანამშრომელთან მუხამედალ ბედიევთან ერთად თავს დაესხა "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარ კანდიდატს ალი მამედოვს, რომელიც ფიზიკური დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოში", - აცხადებენ პარტიაში. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე