მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 295-ს მიაღწია

17:36 09-23-2017
103

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 295-ს მიაღწია. მაშველები გადარჩენილთა ძებნას აგრძელებენ. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

გუშინდელი მონაცემებით, დაღუპული იყო 286 ადამიანი.

19 სექტემბერს მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსის მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია. მექსიკაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე