რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პატრიარქი და საპატრიარქოს წარმომადგენლები მივიდნენ. აეროპორტში პარაკლისის გადახდა იგეგმება.
19:00 საათზე, საქართველოში ინდოეთიდან დროებით ჩამობრძანდება დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი.
26 სექტემბერს ქართული ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ლიზი არსოშვილი