რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, წაღვერში ცეცხლის ახალი კერა არ არის და ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.
"დიდი იმედი გვაქვს, შუადღის შემდეგ ლოკალიზებისკენ წავალთ და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ. ამ ეტაპზე საჭირო აღარ არის მეტი საგზაო ინფრასტრუქტურა. ყველა კერასთან მისულია ტექნიკა და ცოცხალი ძალა. წყლის მიწოდების პრობლემაც არ გვაქვს. გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე - გუშინ", - აცხადებს ზურაბ ალავიძე.