ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, დღეს პრობლემა შეექმნა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი თურქეთის მიმართულებით გადაკვეთეს, ნეიტრალურ ზონაში სიგარეტი შეიძინეს და თურქეთში გადატანას შეეცადნენ. ამის შესახებ ხატია მოისწრაფიშვილმა დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში განაცხადა. მისივე განმარტებით, თურქეთის მხარეს საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა მიმდინარეობს
"რიგების პრობლემა განპირობებულია თურქეთის მხარეს მიმდინარე საბაჟო გამშვები პუნქტის მშნებლობით და ეს არ არის ახალი პრობლემა. წინათ ექვსი გასასვლელი მუშაობდა, ახლა ერთი მუშაობს. ზაფხულის პერიოდია და მგზავრთა გადაადგილება დიდია, ასევე ტვირთბრუნვა და შესაბამისად, ეს მოცულობა გაზრდილ მოთხოვნებს ვერ უმკვლავდება.დღეს პრობლემა შეექმნა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი თურქეთის მიმართულებით გადაკვეთეს და ნეიტრალურ ზონაში შეიძინეს სიგარეტი და თურქეთში გადატანას შეეცადნენ. საუბარია სიგარეტის დიდი რაოდენობით გადატანაზე, რის გამოც ინცინდენტი მოხდა. ქართველი მებაჟეები თურქ კოლეგებთან ერთად ინტენსიურად მუშაობენ და პირველ რიგში მათ ვთხოვეთ ოფიციალური განმარტება წერილობით", - აცხადებს ხატია მოისწრაფიშვილი.
ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, თურქი მებაჟეები ქართველებთან ჟურნალსიტების ცემის ფაქტს არ ადასტურებენ.