დღეს, 26 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა დიდმოწამე კახეთის დედოფლის, ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში, წირვა-ლოცვა შესრულდება.
წმინდა დედოფალი ქეთევანი, აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით, წმინდა დედოფალი, 1624 წლის 26 სექტემბერს, ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. თავზე, გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში, გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედ, ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს, გახურებული ბარით, შუბლი გაუპეს. წმინდანის სხეული ჯალათებმა, ნადირთა სათრევად დატოვეს. მის წმინდა ნეშტს კი, სამი ნათლის სვეტი დაადგა.
წამების მხილველმა, კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა, წმიდა დედოფლის ნაწილები, დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს. შემდგომ, მიწისძვრის შედეგად, მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი, ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. ამჟამად, საქართველოში წმ. დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელის, ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება.
წმინდა ქეთევან დედოფალი, კახეთის მეფის, დავით I-ის მეუღლე იყო. 1605 წელს, როდესაც დავითის ძმამ, კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა, კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე. 1606 წელს, შაჰ-აბას I-მა, კახეთის მეფედ დაამტკიცა, ქეთევან დედოფალის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს, ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 წელს, თეიმურაზმა, შაჰის მოთხოვნით, მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა. ქეთევან დედოფალი განჯიდან, აშრაფს გადაიყვანეს, 1620 კი შირაზს გაგზავნეს.
თეიმურაზმა, რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფალის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა, შირაზის ბეგლარბეგს, ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან დედოფალმა, გამაჰმადიანებაზე, მტკიცე უარი განაცხადა: "შეუძლებელ არს ჩემ მიერ უარის ყოფა ქრისტე მეუფისა ჩემისა". ამის გამო იგი საშინელი წამებით მოკლეს.
ქეთევანის წამების თარიღია, 1624 წლის 12 სექტემბერი. როდესაც ჯალათები სახლში მიადგნენ, თავიდან, ქეთევანს მოუთხოვია დრო, რათა თავის სამლოცველოში ელოცა.
უსჯულოებმა, ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმიდა დედოფალი: გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. გამძვინვარებულმა ჯალათებმა, ნადირთა სათრევად დააგდეს წმიდა დედოფლის გვამი, მაგრამ, ღმერთმა მოავლინა სასწაული - წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.
ქართველი მემატიანე ბერი ეგნატაშვილი თავის "ახალ ქართლის ცხოვრებაში" წერს: "ხოლო მუნ დაესწრნენ ფრანგნი (იმ დროინდელ საქართველოში "ფრანგი" ზოგადად კათოლიკეს აღნიშნავდა) და აიღეს წმინდანი ნაწილნი წმიდისა ქეთევანისნი ფრანგთა და წარიღეს თვისთათანა" ქართველი მემატიანე აქ სწორედ პორტუგალიელ მისიონერებს გულისხმობს.
პატრმა ამბროზიომ და მისმა მეგობრებმა, რამდენიმე დღეში, მართლაც ამოთხარეს ქეთევანის საფლავი და მოიპოვეს წმინდანის ნეშტი. მაგრამ, მისი ჩატანა საქართველოში მხოლოდ 1628 წლის ივნისის დამდეგს მოხერხდა. ანუ თითქმის სამი წლის შემდეგ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები გაგზავნილ იქნა ასევე ინდოეთში (გოას დე-გრასის მონასტერში), ვატიკანში (წმინდა პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარში). საქართველოში პატრმა ამბროზიომ, მეფე თეიმურაზს, პირადად გადასცა ქეთევანის წმინდა ნაწილები, რომელიც, ალავერდის საკათედრო ტაძარში იქნა დაკრძალული.
ქეთევანის წამებას, შედეგად მოჰყვა საქართველოს გამოფხიზლება და თავისუფლების სულის, ჯერ არნახული აღზევება. ამის შედეგი იყო. 1625 წელს ჯერ მარტყოფის ბრძოლა, სადაც განადგურებულ იქნა სეფიანთა ირანის ლაშქარი, შაჰ-აბასის საყვარელ მხედართმთავართან, ყარჩიხა-ხანთან ერთად, შემდეგ კი იმავე წლის შემოდგომის პირზე - მარაბდის ბრძოლა, სადაც სეფიანთა ირანის ჯარი, იმდენად დაზარალდა, რომ, ფაქტობრივად, ბრძოლისუნარიანობა დაკარგა.
ქეთევანის მოწამეობამ, საბოლოოდ ჩაშალა შაჰ-აბასის გეგმა "გურჯისტანის" საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად, რაც გულისხმობდა როგორც ელიტის, ისე ქვეყნის მთელი მოსახლეობის, სრულ გამაჰმადიანებას.
"როგორც კი დასრულდა წმ. ქეთევანის წამება, უფალმა ღმერთმა განადიდა წმინდანის გვამი. ურიცხვი ხალხის თვალწინ, რომელიც იქვე იყო შეკრებილი მოედანზე, სამი ბრწყინვალე სვეტი ჩამოეშვა ციდან და დაადგა წამებულის გვამს. როცა შაჰის ბრძანებით წმ. ქეთევანის გვამი ქალაქს გარეთ გაიტანეს და სადღაც, ერთ უწმინდურ ადგილზე დააგდეს, ეს სამი ბრწყინვალე სვეტი იქაც თავს დაადგა მოწამის გვამს. ღამით ქრისტიანებმა ფარულად წაიღეს მოწამის გვამი და დამარხეს. ცოტა ხნის შემდეგ ფრანგმა ბერებმა იპოვნეს წმ. ქეთევანის გვამი და დიდხანს ინახავდნენ მის სხეულს. ბოლოს, გვამს მოაშორეს თავი და მარჯვენა ხელი და გაუგზავნეს დედოფლის შვილს, თეიმურაზ პირველს, რომელმაც ეს წმიდა ნაწილები დაასაფლავა წმ. გიორგის სახელობის ალავერდის საკრებულო ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. დანარჩენი ნაწილი წმინდანის გვამისა, საიდუმლოდ გაგზავნეს რომში და იქ ჩასვენებულ იქმნა წმ. პეტრეს საფლავში, სადაც დღემდე ინახება ეს წმიდა ნაწილნი ("მწყემსი" 1894წ)." ქეთევან დედოფლის წმიდა ნაწილები ინახება აგრეთვე ინდოეთში: გოა და - გრასის მონასტერში, ბელგიაში - ნამიურის ტაძარში, რუსეთსა და ინგლისში.
არსებობს ასეთი ინფორმაციაც: "1723 წელს ოსმალებისა და ლეკების მიერ იერიშმიტანილი კახეთის ბატონიშვილი თეიმურაზი, ქეთევან დედოფლის შვილიშვილის შვილი, ახლობლებთან და ეპისკოპოსებთან ერთად ანანურში გადადიოდა. თან ქეთევანის წმინდა ნაწილები მიჰქონდა ცხენით. ცხენმა წაიბორძიკა და მდინარე არაგვში ჩავარდა. წმინდა ნაწილი წყალმა წაიღო.
დედოფლის ქეთევანის წამება და სიკვდილი მოხდა 1624 წლის 13 (26) სექტემბერს.
შეგახსენებთ, რომ, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, ა.წ. 23 სექტემბერს, ინდოეთიდან, საქართველოში ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილები, საქართველოში, 6 თვის განმავლობაში დარჩება.
წმინდა ნაწილები, სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ნაწილები, სამებაში ეროვნული მუზეუმიდან გადაიტანეს.
25 სექტემბერს კი, ალავერდის ტაძარში გადაბრძანეს.
ლუსკუმა, წმინდანის ნაწილებით, კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში დაბრძანდება, სადაც დღეს, ქეთევანობის დღესასწაულზე იქნება დასვენებული. შემდეგ კი სიწმინდე, სხვა ეპარქიებსაც მოივლის.