განსაკუთრებით ქეთევანებს მივულოცავ ამ დღეს - გიორგი კვირიკაშვილი

12:28 09-26-2017
62

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოში წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქეთევანებს დღევანდელი დღე მიულოცა. 

"პირველ რიგში მინდა ყველა მართლმადიდებელს მივულოცო წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღე და მინდა დიდი სიხარულით ავღნიშნო ის დიდებული მოვლენა, რაც მოხდა გასული დღეების განმავლობაშ, რომ საქართველოში ჩამობრძანდა წმინდა ქეტევან დედოფლის წმინდა ნაწილები. ღმერთმა ქნას, რომ ამ უდიდესი მოწამის სული შეეწიოს საქართველოს და მართლაც ძალიან დიდი რამ მოხდა, რაც წლების განმავლობაში იყო მიუღწეველი და სანატრელი, ყველას მივულოცო ეს უდიდესი  დღესასწაული და ნეშტის ჩამობრძანება საქართველოში. განსაკუთრებით ქეთევანებს მივულოცავ ამ დღეს", - განაცხადა პრემიერმა.  

ავტორი: ლილუ მიროტაძე