პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს პრეტენზია აქვს, რომ 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდეს, რისთვისაც განაცხადი შეაქვთ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დრევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე შეგვაქვს განაცხადი. რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდი შვეიცარიაში, სადაც შევხვდი საერთაშორისო, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ჯან ფრანკო კასპერს, რომელსაც ვესაუბრე საქართველოში სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვიატრებაზე, ჩვენ გაგვუკეთეთ ბატონ კასპერს პრეზენტაცია საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, და სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა დელეგაცია, უკვე სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის და ექსპერტების შემადგენლობით, რომელბმაც შეაფასეს ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტების მზადყოფნა და ჩვენი ინფრასტრუქტურა ჩათვალეს შესაბამისად იმ მოთხოვნების, რომელიც ამ ჩემპიონატს აქვს. გარკვეული სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავრია, რომ ყველა პარამეტრით ჩვენი კურორტები აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც არის საჭირო ესოდენ მნიშვნელოვანი ტურნირების ჩატარებისთვის. ამ ტურნირის განმავლობაში, თუ რა თქმა უნდა, საბოლოოდ დავაკმაყოფილებთ პარამეტრებს და მოვიგებთ ჩემპიონატის ჩატარების უფლებას, 25 ათასამდე ადამიანი ჩამოვა საქართველოში, მხოდება საქართველოს პოპულარიზაცია, ზამთრის სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, რაც ჩვენთვის არის მაღალი დონის ამოცანა, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებმა, ჩვენმა უფრო მეტად ისიამოვნონ ზამთრის სპორტის სახეობებით, უფრო მეტად ჩაერთონ, გაიკაჟონ ჯანმრთელობა. წელს უკვე ზამთრის სეზონზე გადავდგით ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მცოცავი გრაფიკი შემოვიღეთ ზამთრის არდადეგების, როდესაც გაცილებით მეტმა ბავშვმა შეძლო იაფფასიან სასტუმროებში ზამთრის არდადეგების გატარება. ასევე ზამთრის, სათხილამურო სკოლებს ვაფინანსებთ, და მომავალ წელსაც გავაგრძელებთ ამ მიამრთულებით ნაბიჯების გადადგმას. გავაგრძელებთ იმ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც საჭიროა საქართველოს ამ მიამრთულებით საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის", - განაცხადა პრემიერმა.