BBC -ის დაუკავშირდა ერთ -ერთი დაზარალებული რომელმაც დეტალურად აღწერა თუ რა მოტივით მიმდინარეობს მათ მიმართ დაპატიმრებები.
"22 სექტემბერს კარზე დაგვიკაკუნეს", - იხსენებს რაფატი, "ჩვენ არ გავაღეთ, რადგან ვიცოდით, რომ ჩვენი მეგობარები უკვე დაპატიმრებული ჰყავდათ, ორივენი ბინაში ვიყავით". როდესაც გავიხედე კარებიდან და დავინახე პოლიციელები და ჩემი მეგობარები ხელბორკილში " .
Rufat- ის ცნობით, როდესაც მან კარი გააღო, პოლიციელებმა დაუყოვნებლივ ხელბორკელები დაადეს და როდესაც ახსნა-განმარტება მოთხოვეს თუ რა მიზეზით ხდებოდა მათი დაპატიმრება, მათ უპასუხეს, რომ "არ იყვნენ ანგარიშვალდებულები“პასუხი გაეცათ.
ყველა დაკავებული, რაფატის თქმით, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და დაკითხვის სხვადასხვა ოთახებში გაანაწილეს: "ისინი დაკითხეს იმის შესახებ, თუ რა სახის საქმიანობებს ეწეოდნენ,მე კი გულწრფელად ვუპასხურე,რომ მე ვარ მხატვარი".
პოლიციის განყოფილებაში სამი დაკავებული სარდაფში ჩაიყვანეს და სხვადასხვა საკნებში გადაანაწილეს,სადაც რუფატი რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
"მასიური დაპატიმრებები ჯერ კიდევ 10 დღის წინ დაწყო, მაგრამ 10 -ე დღის საღამოს, ათეულობით ჰომოსექსუალი და ტრანსექსუალის დაკავაებები განხორციელდა“ - ამბობს ლგბტს აქტივისტი ფრიდი.
"ისინი იმ ადგილებში დაიჭირეს,სადაც ისინი ჩვეულებრივ შეხვდებიან ერთმანეთს - ზოგი სასტიკად სცემეს და გაათავისუფლეს, დანარჩენი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს", - განაგრძობს აქტივისტი.
გარდა ამისა, პოლიცია ღამის კლუბებში კლუბებშიც აპატიმრებდა გეებს,სადაც ისინი პროსტიტუცას ეწეოდნენ.
მისი თქმით, ეს მოხდა აზერბაიჯანის დედაქალაქის 3 რაიონში ნასიმში,ბინაგადში და საბაილში.
ფარიდის განცხადებით, პოლიციელები გეებს ქრთამის სახით გათავისუფლებას პირდებოდნენ. გარდა ამისა, ისინი მოითხოვდნენ, რომ არ ჩაეცვათ ისე,რომ მათი სექსუალური ორიენტაცია გასაგები კოფილიყო.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა პოლკოვნიკმა ეზანს ზახიდოვმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ დარბევის მიზეზი ქალაქის მოსახლეობის მრავალრიცხოვანი საჩივარი გახლდათ.
"ზოგიერთი მედია და გამოყოფილი პიროვნებები წარმოაჩენენ ამ ყველაფერს, თითქოს პოლიციელები სექსუალურ უმცირესობებს ჩაგრავენ,სინამდვილეში კი ეს ასე არ არის", - ამბობს ზადიხოვი.
ევროპულ ქვეყნებს შორის,სექსუალური უმცირესობების დაცვის რეიტინგში აზერბაიჯანს 49-ე ადგილი უკავია.
ორგანიზაციის აზრით, აზერბაიჯანში არ არის საკმარისი თავშესაფარი ლგბტ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალადობის მსვერპლი ხდებიან და მათ მიმართ ნეგატიურად უარყოფითი რიტორიკაა გავრცელებული საზოგადოებაში: “ისინი აზერბაიჯანში კანონით დაცულები არ არიან“.
ბაქოში გეების მასიური დაპატიმრებები მიმდინარეობს
