სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ ეს არის ერთი პარტიის დოკუმენტი - პრემიერი საკონსტიტუციო პროექტზე

12:49 09-26-2017
87

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს - საქართველოს კონსტიტუციას.

"მართლაც უპრეცედენტო სახალხო ჩართულობის შედეგად შემუშავდა ეს დოკუმენტი. სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ ეს არის ერთი პარტიის დოკუმენტი, რაც ეს ასე არ არის. ამ განხილვეის პროცესში მონაწილეობდნენ პარტიები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასეთი პროცესი იყო უპრეცედენტო, რადგან ჩვენ, პირადად მომსწრე ვართ იმ პარტიების მმართველობის პერიოდში, რომლებიც დღეს ჩვენ დღეს გვაკრიტიკებენ ე.წ. კონსესუსის ნაკლებობის თუ არ ქონის გამო, კონსტიტუციის ისე მიღებას, როდესაც საერთოდ მსგავსიც კი არაფერი ყოფილა საქართველოში ასეთი განხილების სახით. დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არიის ვენეციის კომისიის მიერ შეფასებული, როგორც დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ვენეციის კომისიამ ეს დოკუმენტი შეაფასა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ასეთი დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც მნიშვნელოვნად აბალანსებს ძალაუფლებას ქვეყანაში, ეფუძნება ძლიერ პარლამენტს, ძლიერ მთავრობას, სასამართლოს და ზეპარტიულ პრეზიდენტს", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ასევე მთელი რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

"როგორც ბოლო ნაბიჯი კონსესუსის მიღწევის გზაზე, ჩვენ დავთანხმდით ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, ეს იყო პრეზიდენტის კიდევ ერთხელ არა 5 წლით, არამედ 56 წლით პირდაპირი წესით არჩევა, რათა 2024 წელს, როდესაც პროპორციულ წესზე გადასვლა მოხდება ერთდროულად მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესზე გადასვლა. თავისთავად პროპორციულ პარლამენტზე გადასვლა არის უდიდესი ნაბიჯი დენოკრატიის განვითარებისთვის ქვეყანაში და ასეთი რამ მიუღწეეველი იყო წლების განმავლობაში და ყველა ოპოზიციონერისთვის იყო სანატრელი. ეს არის აღსანიშნავი და ბოლო ნაბიჯი რაც იყო, იყო 5%-დან 3%-ზე ბარიერის დაწევა 2020 წლისთვის ერთი მოწვევის პარლამენტისთვის, ასევე ბლოკების აკრძალვის ერთი მოწვევით გაუქმება, ანუ კიდევ ერთი მოწვევით ბლოკების დაშვება 2020 წლის არჩევნებზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საკითხები9 იქნა შეტანილი კონსტიტუციაში, როგორიც არის მაგალითად, სასოფლო სამეურნეო მიწის გასხვისების აკრზალვა მოქალაქეობის არ მქონე პირებზე. ეს ა არის საპარლამენტო ოპოზიოციისთვის მნიშვნელოვნად გაზრდა უფლებების, მათ შორის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება, ეს არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვნად ამაღლება და შრომითი უფლებების დაცულობის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხი, ეს არის გარდამავალ დებულებებში ქვეყნის საგარეომ პოლიტიკური არჩევეანის დაფიქსირებამ, ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინება ქორწინების დეფინიციასთან გათვალისწინებით, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, კონსტიტუცია, რომელსაც ვღებულობთ, მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს. დიდი იმედი მაქვს, რომ მესამე მოსმენით კენჭი ეყრება კონსტიტუციას და მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც ნამდვილად გახლავთ ქვეყნის დემოკრატიული განვირატებისთვის ძალიან გმნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი",- განაცხადა კვირიკაშვილმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე