ცნობილია, რომ ვარსკვლავების შვილები, თავიანთ პირად ცხოვრებას, არ ასაჯაროებენ. მათ შორის ერთ-ერთი გამონაკლისი, სინდი კლოუფორდის შვილები, კაია და პრესლი ჰერბერები არიან, რომლებიც სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებენ შეყვარებულის ფოტოებს. რამდენიმე დღის წინ, სინდი კლოუფორდის 16 წლის ქალიშვილმა, დედას პირადად გააცნო, შეყვარებული, რომელიც ტრევის ჯექსონის დამწყები მუსიკოსია, სინდის ვაჟმა, 18 წლის პრესლიმ კი, 19 წლის მოდელი, კეილი კინგი წარუდგინა. .
ცოტა ხნის წინ, წყვილმა, პარიზის ერთ-ერთ რესტორანში ისადილა, რის შემდეგაც, პრესლიმ კეილი, დედის გასაცნობად წაიყვანა.
ცნობილია, რომ პრესლიმ და კეილიმ, ერთმანეთი, კაიას საშუალებით გაიცნო, რომელიც მოდელის ფოტოსესიას ესწრებოდა. ამ დღიდან ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ, რის შემდეგაც მათი ურთიერთობა, ნამდვილ სასიყვარულო რომანში გადაიზარდა.
პრესლის და კეილის, ჰოლივუდში, ყველაზე ლამაზ, ახალგაზრდა წყვილად ასახელებენ.