ინდონეზია : ბალიზე ვულკანური ამოფრქვევა გარდაუალია

15:46 09-26-2017
399
თეგები: ბალი

ინდონეზიში ბალის კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა პრაქტიკულად გარდაუვალია. ხელისუფლების განცხადებით, ვულკანულის ამოფრქვევამ კრიტიკულ ეტაპს მიაღწია.

მიუხედავად ამისა, ინდონეზიის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ შეუძლებელია ვულკანის ამოფრქვევის ზუსტი დრო დაასახელოს.

 კუნძულ ბალიზე ვულკანური ამოფრქვევის საფრთხის ყველაზე მაღალი დონე გამოაცხადდა.

ორშაბათს, ვულკანის ტერიტორიაზე ასობით მიწისვეშა ბიძგი დაფიქსირდა.
 
57 ათასზე მეტი მცხოვრები უკვე ევაკუირებულია.