გამართლებულია ყველანაირი მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას-ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ ,,პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
“ცხადია, საუბედუროდ 27 სექტემბერი არის ტრაგედიის დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში და ეს ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის გრძელდება. სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა,. პირიქით ამ წლების განმავლობაში ჩვენ მხოლოდ რეგრესი გვაქვს. ბოლოსდაბოლოს უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე და გავიაზროთ ის, რომ მიდგომებია შესაცვლელი და გასააზრებელია ახალი პოლიტიკა. ჩვენ კატეგორიულად მიგვაჩნია, რომ ვიზიტი, როგორც მოსკოვში, ასევე ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში, ასევე ტოკიოში, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს ქვეყანა გამთლიანდეს არის აუცილებელი და აქ არაფერი უჩვეულო არ არის. რუსეთი ამ კონფლიქტში მონაწილეობდა ყველანაირად, დიახ, ეს ასეა და ეს ყველაფერი ჩვენ თავზე გვაქვს გადატანილი. ჩვენი სახლები დაიწვა, მოგვიკლეს ნათესავები და ამავდროულად, არავითარი ძვრა არ არის. იმისთვის რომ, რაღაც გამოვიდეს, არ უნდა წავიდეთ? ნუ, ვიყოთ ისე როგორც 24 წელია ვართ. არაფერი იკვეთება და ამას ახალი ტრაგედიები ემატება", -განაცხადა მარშანიამ.