კახი კალაძე: მჯერა, რომ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო

11:50 09-27-2017
207

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გმირთა მემორიალზე პარტიის წევრებთან ერთად მივიდა.

კალაძემ ჟურნალისტებთან ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,1993 წლის 27 სექტემბერი - კიდევ ერთი ცრემლიანი და სისხლიანი დღე ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. საქართველო, რომელიც იყო ყველას სახლი, ყველა კუთხის, დაწყებული აფხაზეთიდან და დამთავრებული სამაჩაბლოთი. საუკუნეებია ერთი წინაპარი გვყავდა, ერთი მონარქია, ერთი სამოსახლო გვქონდა. ის ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომიც საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპული ადამიანის ოჯახს, ახლობლებს. ეს არის ჩვენი ყველას გულისტკივილი. მჯერა, რომ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო", - განაცხადა კახი კალაძემ.