რატომ მოხვდა საავადმყოფოში მამა ანთიმოზი - „არასწორი ინფორმაციები გავრცელდა.“ - exclusive

12:43 09-27-2017
4019

არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომატოზურ მდგომარეობაში 7 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, ის კლინიკაში მოათავსეს. მამაო მდგომარეობიდან გამოვიდა და სოციალური ქსელით მეგობრებს მიმართა.

„ჩემს შესახებ არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა.
საჭესთანი ვიჯექი, უცბად გონება დავკარგე, კიდევ კარგი მარტო არ ვიყავი. მომივიდა ჰიპოგლიკემიური კომა, რაც შაქრის უეცრად დავარდნას ნიშნავს. წინა დღეების დაგროვილი სტრესის ბრალია. შაქარი არასდროს მაწუხებდა და არც ეხლა მაწუხებს. შეიძლება განმეორდესო და მისახედი მაქვს.
მადლობა ყველას თანადგომისთვის.
არქ.ანთიმოზი(ივერიელი)“ 

არქიმანდრიტი უკვე სახლშია. და თავს სუსტად გრძნობს. ჩვენ მამაოს დავუკავშირდით.

- მამაო, წინა დღეების დაგროვილი სტრესის ბრალიაო, წერთ. რა სანერვიულო შეგხვდათ ასეთი?

- ძალიან კარგი ადამიანი დავასაფლავეთ, ნახალოვკამ, და იქ ვტრიალებდი. პაატა თვალჭრელიძე კანონიერი ქურდი.

ექიმები იმედს არ იძლევიანო, თქვენი ნათესავი წერდა ერთ-ერთ ინტერვიუში. მიხარია რომ უკეთ ხართ....

ინსულტი ეგონათ, მადლობა ღმერთს არ აღმოჩნდა, მძიმე ფორმებს ტოვებს.

ნინო მჭედლიშვილი

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი