პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი ქორწინდებიან, ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail აქვეყნებს.
სერიალში ისინი ჯონ სნოუსა და ველური იგრიტის როლებს ასრულებენ. როდის არის დაგეგმილი ქორწილი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, მათ უკვე ყველაფერი დაგეგმილი აქვთ და მეგობრები და ნათესავები ქორწილის მოლოდინში არიან.
ჯვრისწერის ცერემონია სავარაუდოდ დიდ ბრიტანეთში, ერთ-ერთ სახლში გაიმართება, რომელიც კიტ ჰარინგტონმა მაისში იყიდა 1,75 მილიონ დოლარად.