თბილისში, სანზონაში ახალგაზრდა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მერიის ყოფილი თანამშრომელი იყო. სხვა დეტალები უცნობია.