შოუ ბიზნესის ლეგენდამ, მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ, ინსტაგრამზე, ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პრიმადონა მაკიაჟის გარეშეა. ფოტომ, თაყვანისმცემლების მხრიდან, დიდი მოწონება დაიმსახურა. მომღერალს, ახალგაზრდა მეუღლის, ტელეწამყვანის მაქსიმ გალკინის და მისი ორო პატარა შვილის, ლიზა და ჰარის სიყვარული, დიდ სტიმულს აძლევს, რომ კვლავ ახალგაზრდად გამოიყურებოდეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დის წინ, ალა პუგაჩოვა სპეკტაკლის, "თოლია"-ს პრემიერას ესწრებოდა, სადაც მისი უფროსი შვილიშვილი, ნიკიტა პრესნიაკოვი მონაწილეობდა.
"clivir.ru"-ს წყაროს ცნობით, მომღერალი პრემიერაზე, მოკლე კაბაში გამოწყობილი პოზირირებდა და თაყვანისმცემლებთან ერთად ფოტოებს იღებდა. ბოლო დროს მომღერალი, იშვიათად ჩნდება პუბლიკის წინაშე, ამიტომ, მისი ყველა გამოსვლა საზოგადოებაში, სენსაციას იწვევს - მისი ყველანაირი ჩაცმის სტილი, მომღერლის ფანატების ყურადღებას იპყრობს.
ამჯერად, პრიმადონა, მოკლე შავ კაბაში იყო გამოწყობილი, რაშიც ნათლად იყო გამოკვეთილი, მისი ბრწყინვალე ფიგურა.
პრემიერის შემდეგ, მომღერალმა, ჟურნალისტებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად, ფოტოსესია მოაწყო.
ფაქტია, რომ პრიმადონა, იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე და ავტოგრაფებისგანაც, ხშირად თავს იკავებს.
იხ. ფოტოკოლაჟი: