ლევან ჯიბღაშვილმა პირად ცხოვრებაში მომხდარ სკანდალურ გარდატეხაზე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ისაუბრა. მთელი ზაფხულის განმავლობაში მისი და ნინიკო ნაცარაშვილის დაშორების შესახებ სხვადასხვა ჭორ-მართალს ჰყვებოდნენ.საზოგადოებისთვის დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში ცნობილი იყო, რომ წყვილი მალე ქორწილის გადახდას აპირებდა, თუმცა ქორწილი არ შედგა. ლევანი ამბობს, რომ მისმა საცოლემ ისეთი ნაბიჯი გადადგა, როგორიც არ უნდა გადაედგა.
რასაც კანონი არ კრძალავს, კრძალავს წესიერება. წესიერება საიდან მოდის, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ჩემთვის და მე ვფიქრობ, ზოგადად – ადამიანი იწყება ღირსებიდან და ვთვლი, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია გადადგას თითოეული ნაბიჯი და ეს ავტომატურად აისახება მის ღირსებაზე. ამ ადამიანმა ჩემ ზურგს უკან გადადგა ისეთი ნაბიჯი, რაც არ უნდა გადაედგა და მე მასთან იმ წუთიდან დავამთავრე ყველანაირი ურთიერთობა" - ამის შესახებ ლევან ჯიბღაშვილმა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" განაცხდა.