მონიკა ბელუჩი სან-სებასტიანის ფესტივალის საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა

14:24 09-28-2017
423

სან-სებასტიანში ტრადიციული კინოფესტივალი დაიწყო. წლევანდელი გამორჩეული ჯილდო Donostia, მონიკა ბელუჩის გადაეცა, რომელიც მან ჯონ მალკოვიჩის ხელიდან მიიღო. 52 წლის მონიკა ბელუჩი შეუდარებლად გამოიყურებოდა. მსახიობმა სპეციალურად ამ დღისთვის Valentino-ს  ვარდისფერი კაბა , ამავე ფერის პატარა ზომის ხელჩანთა და Cartier-ს ყელსაბამი შეარჩია.