BBC -ის ცნობით მუმბაის რკინიგზის სადგურში ჭყლეტა მსხვერპლით დასრულდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით დაღუპულია 22ადამიანი. 30- ზე მეტი კი დაშავდა.
ინციდენტი ელფინსტოუნის სადგურში მოხდა, რომელიც მუმბაის ორ მთავარ სარკინიგზო ხაზს აკავშირებს.
დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რკინიგზის ხელმძღვანელმა ანილ საქსნემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხიდი მას შემდეგ გადაიტვირთა, რაც ხალხის მასა ძლიერი წვიმის გამო თავშესაფარს მიაწყდა.