თბილისის საკრებულოს სხდომა თბილისის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ელისაშვილმა სხდომის დატოვებამდე კოლეგებს მოუწოდა, რომ იმ საკითხებს რასაც დაპირისპირება მოჰყვა, მხარი არ დაუჭირონ.
”სხდომათა დარბაზში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ეს კატეგორიულად დაუშვებელია. ყველა ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება, მით უმეტეს საჯარო სივრცეში. გავარკვიეთ, დავაზუსტეთ, რომ პუშკინის სკვერში პარკინგის საკითხზე გეოლოგიური კვლევა არ არის ჩატარებული, ხოლო მეორე საკითხზე, ლანდშაფტო–რეკრეაციული ზონისთვის 5 ათასი კვ.მ–სთვის სტატუსის მოხსნა არის უბრალოდ აღმაშფოთებელი და დაუშვებელი. შესაბამისად, მე როგორც ერთ დეპუტატს უფლება არ მაქვს ამ დარბაზში ვიყო და პროტესტის ნიშნად ამ სხდომას ვტოვებ. მოგიწოდებთ, რომ ეს საკითხები არ განიხილოთ ამ სხდომაზე, ვინაიდან ქალაქისთვის ეს იქნება ძალიან პრობლემური საკითხი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში თაბორის მთაზე მდებარე მიწების გასხვისების საკითხის განხილვას მოყვა.