კიმ კარდაშიანს მძარცველმა, წერილი მიწერა - ყაჩაღი ვარსკვლავს, შეხვედრას სთხოვს

16:49 09-29-2017
1454

"elle.ru"-ს ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ კიმ კარდაშიანმა, მძარცველისგან, რომელმაც ის საფრანგეთში, ერთი წლის წინ დააყაჩაღა, წერილი მიიღო. წერილს, რეალითი-შოუს ვარსკვლავს, 60 წლის, აომარ აიტ ჰედაში უგზავნის. 

წერილი. ფრანგულ ენაზეა დაწერილი. გთააზობთ მის შინაარსს:

"მას შემდეგ, რაც თქვენი ემოციები დავინახე, გავიაზრე,  თუ რამდენად მძიმე ფსოქოლოგიური ტრამვა მოგაყენეთ, გადავწყვიტე, თქვენთვის წერილი მომეწერა. მე, თქვენთან შეხვედრა მინდა, მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ ტკივილისთვის, რომელიც მე მოგაყენეთ, იმ ცრემლებისთვის, რაც თქვენს თვალებზე დავინახე. ვწუხვარ, ჩემი საქციელისთვის და იმ ტრამვისთვის, რომელიც თქვენს ოჯახს,, შვილებს და მეუღლეს მივაყენე.  იმედი მაქვს, რომ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, დაივიწყებთ იმ ტკივილს, რომელიც ჩემი საქციელის გამო გადაიტანეთ".  - წერს აომარ აიტ ჰედაში.

კიმმა წერილი, ჯერ სასამართლო უწყებას გადაუგზავნა, შემდეგ კი, გამოსაკვლევად, საფრანგეთის ცნობილ ადვოკატებს, .  

შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანი, 2016 წლის 3 ოქტომბერს, საფრანგეთში, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში,  პოლიციის ფირმაში გადაცმულმა პირებმა დააყაჩაღეს.

ის, სააბაზანო ოთახში ჩაკეტეს და სასტუმროს ნომრიდან, 10 მილიონი ევროს სამკაულები გაიტაცეს.  

ავტორი: რუსა ღვანიძე