თბილისში, რკინიგზის სადგურზე მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც "პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი სადენს გაუჩნდა, რომელიც მოწყდა და ძველი ვაგონსი სახურავს დაეცა, თუმცა ადგილზე მხოლოდ ერთი სახანძრო ეკიპაჟის გასვლა გახდა საჭირო, რადგან ცეცხლი დიდი არ ყოფილა და ერთი კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა.