"კუერიერი" პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ციანიდის საქმეზე მიცემულ ჩვენებას აქვეყნებს. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თეთრუაშვილს კითხა, უშლიდა თუ არა რაიმე სახით იგი ხელს დეკანოზ გიორგი მამალაძეს თანამდებობის დაკავებაში, რაზეც თეთრუაშვილი აცხადებს, რომ პირიქით, ხელი შეუწყო, ისე გამოვიდა.
"რავიცი მე, ისე გამოვიდა რომ ხელი შევუწყე და ჩემი აზრით, არ ვუშლიდი. მას რა განწყობა აქვს არ ვიცი, საიდან მოაქვს ასეთი რამე", - აცხადებს თეთრუაშვილი.