თეთრუაშვილის თქმით, დეკანოზი თანამდებობაზე პატრიარქის სურვილით დაინიშნა - სკანდალური ჩვენების დეტალები

21:25 09-30-2017
271

პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განცხადებით, საპატრიარქოს ქონების მართვის ხელმზღვანელად დეკანოზი გიორგი მამალაზე პატრიარქის სურვილით დაინიშნა.

ამის შესახებ თეთრუშვილმა ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომელსაც "კურიერი" აქვეყნებს.

"ჩემთან მოვიდა სოსო ოხანაშვილი დამიტხრა,რ ომ პატრიარქმა ბათუმში გადაწყვიტა, რომ მამა გიორგი მამალაძე დაინიშნოს ჩვენთანო. უნდა ჩაბარდეს სოფლის მეურნეობის განყოფილებაო. რადგან სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი ახალი დანიშ§ული იყო, უხერხული სიტუაცია იქმნებოდა, ამიტომ სოსო ოხანაშივლს სევთავაზე, რომ ისედაც გვინდოდა ქონების მართვის სამსახურის შექმნა და ხომ არ სჯობს იქ დაინიშნოს, სადაც ვაკანსიაამეთქი. მე არ ავსულვარ პატრიარქთან, ავიდა სოსო და თქვა, რომ ყველაფერი გადაწყდა ისე, რომ დაინჳშნოს ხელმძღვანელადო", - აღნიშნა თეთრუაშვილმა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე