სასამართლოს დარბაზში მიცემული ჩვენებების ჩანაწერებში, რომელის ნაწილიც "კურიერის" ხელში აღმოჩნდა, პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ჩვენებაა.
ეპისკოპოსი ყვება, რომ მას ამ დაძაბული ვითარების დროს, მამა გიორგი მამალაძემ დაურეკა და უთხრა, რომ საპატრიარქოში გავლენიანი თანამდებობის დატოვება და ეპარქიაში რიგით მღვდლად დაბრუნება სურდა.
"მახსოვს, მითხრა, რომ რაღაც პერიოდი უჭირდა და მიდნა დავბრუნდეო. მაგრამ მახსოვს თავად ვუთხარი, პატრიარქის დრეს ასე მიტოვება არ იქნებოდა სწორი, რადგან ასე დაჟინებით ითხოვდა პატრიარქი შენს გადაყვანას, და რომ მის გვერდით იყო, არ ჩაითვალოს, რომ უმუხთლო, ამ დროს ის იყო კლინიკის ხელმძღვანელიც და თანაშემწეც", - განაცხადა მეუფემ.