ალეკო ელისაშვილმა საკრებულო ადრე, პროტესტის ნიშნად დატოვა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც საკრებულოს დატოვებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საკრებულოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
,, მოვუწოდებ ყველა კოლეგას ოპოზიციონერებს, და არა მხოლოდ ოპოზიციონერებს, ყველას ვისაც აქვს ღირსების განცდა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დატოვოს თბილისის საკრებულო, ვინაიდან ამით ყველა დაამტკიცებს, რომ ისინი ერთი კაცის ნოტარიული ბიუროს ყმები და ყურმოჭრილი თანამშრომლები არ არიან", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვების განცხადებით უკვე მიმართა. , დღეის აქეთ ამ შენობისთვის უცხო ვიქნები, შემდეგ ვნახოთ. თბილისს სჭირდება ის თვითმმართველობა, რომელიც ღირსეულად განახორციელებს თვითმმართველობის და ხელს არ შეუწყობს თვითმმართველობის დასამარებას", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.